საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანელი ექსპერტის პროფ. ბენედიქტ შპეერის ვიზიტი თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე

თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მიმდინარე საგრანტო პროექტის „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ ფარგლებში, 2023 წლის 22-28 ოქტომბერს უმასპინძლა გერმანელ ექსპერტს ბენედიქტ შპეერს.

  
გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა პაატა ტურავამ, პროფესორმა ნანა ჭიღლაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კახიძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა ლევან ჯაყელმა.


ექსპერტმა ბენედიქტ შპეერმა ვიზიტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფს გაუზიარა უცხოური გამოცდილება საჯარო მმართველობის სამართლის პროგრამის კონცეფციის შემუშავების მიმართულებით; გააცნო ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში არსებული მსგავსი პროგრამის თავისებურებანი, მათ შორის, კონცეფციის დანერგვისა და განხორციელების გამოწვევები.

თარიღი: 27/10/2023